ქობულეთის საკრებულოს სხდომა

29 ოქტომბერი 2021, 14:53 829 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით სოფელ ხუცუბანში მდებარე 11 ათასი კვ. მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, აჭარის მთვარობას საკუთრებაში გადაეცა, სადაც რაგბის მოედანი უნდა მოეწყოს. 

თავისუფლების  ქუჩაზე მდებარე ყოფილი კომისარიატის შენობა კი  პირობიანი აუქციონის წესით გასხვისდება, მისი საწყისი საპრივატიზაციო ფასი 460-ათასი ლარია.

გასხვისების შემდეგ აქ სამედიცინო დანიშნულების ახალი ობიექტი უნდა აშენდეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში