საქართველოში კორონავირუსის  4 732 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 72 პაციენტი

17 ნოემბერი 2021, 10:39 722 ნახვა

17 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4732 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 72 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4812 პირი.

გუშინ საქართველოში 50 707 ტესტი ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.77% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.11%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 884 შემთხვევა, აჭარა - 136, იმერეთი - 878, ქვემო ქართლი - 295, შიდა ქართლი - 425, გურია - 110, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 408, კახეთი - 285, მცხეთა-მთიანეთი - 112, სამცხე-ჯავახეთი - 158, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 41.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 613 საიდანაც: 6 614 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 584, აჭარაში - 569, იმერეთში - 1 370. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში - 642, აჭარაში - 128, იმერეთში - 512. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი, მათგან თბილისში - 214, აჭარაში - 36, იმერეთში - 33. 1 175 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 777 - თბილისში, 239 - აჭარაში. 44 824 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 16 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 375 ადამიანი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში