საგამოძიებო მოქმედებები ერთ-ერთ ავტოსალონში

18 ნოემბერი 2021, 18:16 1436 ნახვა

ბათუმში ერთ-ერთ ავტო სალონში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, კომპანია „სამი ოკეანე გრუპს“ უცხო ქვეყნიდან მოპარული ავტომობილები საქართველოში შემოჰყავდა და ყიდდა. კომპანიის ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს განჩინების საფუძველზე ტარდება, თუმცა ის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ამ პროცესებით კომპანიის  მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხდება. გამოძიება 186-ე წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით ძვირადღირებული მანქანების შეძენა- რეალიზაციის მუხლით მიმდინარეობს.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში