სასამართლომ ბენზემა შანტაჟის საქმეში დამნაშავედ სცნო

24 ნოემბერი 2021, 15:29 951 ნახვა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კარიმ ბენზემა ნაკრებში ყოფილი თანაგუნდელის მეტიუ ვალბუენას შანტაჟის საქმეში ვერსალის სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, ბენზემას 1 წლიანი პირობითი მსჯავრი და 75 000 ევროს ჯარიმა დაეკისრა.

საქმე ეხება 2015 წელს ვალბუენას პირადი ინტიმური ჩანაწერების გამოქვეყნებით შანტაჟს. პროკურატურის ვერსიით კარიმ ბენზემა ვალბუენას ურჩევდა გადაეხადა თანხა უცნობი პირებისთვის. სწორედ გამოძიების ვერსიით ბენზემა ამ ადამიანებს და მეტიუ ვალბუენას შორის შუამავლის როლს ასრულებდა.

ამ სკანდალის გამო ბენზემა ნაკრებიდან 5 წლის განმავლობაში იყო მოკვეთილი. კარიმი დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში რამდენიმე თვის წინ დააბრუნა. ბენზემა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში