ზელენსკი ევროპიდან მხარდაჭერას ელის

27 ნოემბერი 2021, 12:08 805 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, დასავლელი პარტნიორები არწმუნებენ, რომ რუსეთის მხრიდან შესაძლო ესკალაციის შემთხვევაში, მხარდაჭერა ექნება, მაგრამ როგორ იქნება ეს პრაქტიკაში, ჯერ უცნობია. 

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეისთვის საუბარი არ მიდის უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გამანადგურებლების განთავსებაზე, მათ შორის კანადიდან. ცნობისთვის, გასულ დღეს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში 1-2 დეკემბერს სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა.

მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის გარკვეული წარმომადგენლები სახელმწიფო გადატრიალებაში ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის შესაძლო მონაწილეობას განიხილავენ. გარდა ამისა, რუსეთს  უკრაინის საზღვართან შექმნილი დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში