გამოფენა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის

16 დეკემბერი 2021, 12:43 1466 ნახვა

ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების სააგენტოში  ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნახატების გამოფენა-კონკურსი გაიმართა.  წარმოდგენილი 80-მდე ნამუშევარი გარემოს დაცვის საკითხებზე იყო შექმნილი,  მონაწილეებს  პრიზები გადაეცათ.  გამოფენის მიზანია გარემოსდაცვის საკითხებზე ახალგაზრდების  ცნობიერების ამაღლება.  პროექტის ორგანიზატორი აცხადებს, რომ ქობულეთის დაცული ტერიტორიების ლანდშაფტის დაცვა, ზღვისპირა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.  პროექტი ევროკავშირის შავიზღვისპირა ქვეყნების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში