მშენებარე ობიექტიდან კედლის ნაწილი ჩამოიშალა, დააზიანა გვერდით მდებარე სახლის სახურავი და აივანი

22 დეკემბერი 2021, 17:15 1073 ნახვა

ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე სამშენებლო ობიექტის ბოლო სართულიდან კედლის ფრაგმენტი ჩამოვარდა, გვერდით მდებარე კერძო საცხოვრებელ სახლს დაეცა, დააზიანა სახურავი და აივანი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ ობიექტზე სამშენებლო პროცესი ორი წელია შეჩერებულია. მათივე განმარტებით, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსი კერძო საცხოვრებელ სახლთან ახლოსაა, რის გამოც დაბზარულია კედლები და ჩამონგრეულია ოთახები.

მოქალაქეების თქმით,  ავარიულ სახლში ცხოვრება საფრთხის შემცველია.  მერიას წერილობით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

მერიის მუნიციპალურ სამსახურში ამბობენ, რომ სამშენებლო რეგულაციების დარღვევის გამო ობიექტი 30 000  ლარითაა დაჯარიმებული.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი