საქართველოში კორონავირუსის 2097 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი

30 დეკემბერი 2021, 10:56 1107 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 2 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 331 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 51 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 036 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 112 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 924 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.57% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.15%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 758 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარა - 222, იმერეთი - 309, ქვემო ქართლი - 114, შიდა ქართლი - 97, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140, კახეთი -135, მცხეთა-მთიანეთი -49, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -22.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 25 793.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში