ხელოვანების დაჯილდოვება

15 იანვარი 2022, 12:10 1544 ნახვა

ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით  „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევარი“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სპეციალური ჯილდოები გადაეცა 6 დამსახურებულ მოღვაწეს, მათ შორის ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ანდრო ენუქიძეს, რომლის სპექტალიც „თოლია“ წლის საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა.

მანამდე კი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში რეჟისორ თემურ ჩხეიძის სპექტაკლის „იდუმალი ვარიაციები“ ჩვენება, მოეწყო.ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, დაესწრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში