საელჩოების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის შესახებ მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ აცნობა - უკრაინის საგარეო უწყება

25 იანვარი 2022, 10:04 947 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საელჩოების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების უკრაინიდან ევაკუაციის შესახებ მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ აცნობა, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებულია უცხო ქვეყნების 129 საელჩო და საკონსულო დაწესებულება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები. 24 იანვრის მდგომარეობით, მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ აცნობა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ნაწილისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის გეგმის ან მათთვის უკრაინის ტერიტორიის ნებაყოფლობით დატოვების ნებართვის შესახებ: აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და გერმანიამ“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განცხადებით, დანარჩენი სახელმწიფოები, ევროკავშირი, ეუთო, ევროპის საბჭო, გაერო, ნატო და სხვა საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლობები ატყობინებენ სამინისტროს, რომ მოცემულ ეტაპზე პერსონალის შემცირებას ან ევაკუაციის განხორციელებას არ გეგმავენ, აღნიშნული ნაბიჯისთვის საკმარისი მიზეზების არარსებობის გათვალისწინებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში