ბითაძემ კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა

27 იანვარი 2022, 10:42 409 ნახვა

ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.

ბითაძის "ინდიანა" შარლოტ ჰორნეტს დაუპირისპირდა და 126:158 დამარცხდა. 

ბითაძემ არასრულ 19 წუთში კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა. მის ანგარიშზე 17 ქულა, 6 მოხსნა  და 2 გადაცემა იყო. 

შარლოტიდან კი ლამელო ბოლმა სამმაგი დუბლის შესრულება მოახერხა. ბოლმა 29 ქულას, 10 მოხსნას და 13 გადაცემას მოუყარა თავი.

ინდიანა პეისერსი 17 გამარჯვებით და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. 

ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს, ოკლაჰომასთან გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში