პირბადის ტარების ვალდებულების გადახედვაც მოხდება - გიორგი ღიბრაძე 

22 თებერვალი 2022, 12:53 776 ნახვა

გიორგი ღიბრაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში პირბადის ტარების ვალდებულება მოიხსნას.

მისივე განცხადებით, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდება ეს რეგულაციაც გადაიხედება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება და როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უკეთესობის ტენდენციას აჩვენებს და როგორც კი ეს ტენდენცია მყარი იქნება და მყარი საფუძველი გვექნება, ცხადია, პირბადის ტარების ვალდებულებების გადახედვაც მოხდება,“ - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში