ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდებს

24 თებერვალი 2022, 11:50 997 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდებს.

„ვესაუბრე ჯო ბაიდენს, ოლაფ შოლცს, შარლ მიშელს, ანდჟეი დუდას, ბორის ჯონსონს. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი და ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ! ვაშენებთ ანტიპუტინისტურ კოალიციას. საჭიროა დაუყოვნებლივი სანქციები და უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერა. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობას დაუბრუნდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე განმარტებით,  მსოფლიოს ლიდერებთან კონსულტაციებს განაგრძობს.

„მსოფლიო ჩვენთანაა. ვაგრძელებ მოლაპარაკებებს ლიდერებთან. მივიღე მხარდაჭერა ყატარის ემირისგანაც“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში