ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბრძანება გასცა, დამპყრობლებს მაქსიმალური დანაკარგი მიაყენონ - შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

24 თებერვალი 2022, 13:14 1009 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამპყრობლებისთვის მაქსიმალური ზარალის მიყენების ბრძანება გასცა - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, განადგურებულია რამდენიმე ერთეული რუსული სამხედრო თვითმფრინავი, ასევე ორი ტანკი და რამდენიმე სამხედრო ავტომობილი.

მისივე განცხადებით, ქვეყნის სამხედრო დანაყოფები ღირსეულად პასუხობენ რუსეთის მხრიდან საზღვრის გარღვევის მცდელობებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში