ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მყოფი უკრაინელ ტურისტებს მიმართავს

24 თებერვალი 2022, 14:03 701 ნახვა

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

მათვე ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში უფასო ცხელი ხაზი მოქმედებს, სადაც დარეკვა შეუძლიათ საქართველოში მყოფ უკრაინელ ტურისტებს.

„საქართველოში მყოფი უკრაინელი ტურისტების და მათი მასპინძელი კერძო სექტორის საყურადღებოდ: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფასო ცხელი ხაზი 0 800 800 909 ფუნქციონირებს 24/7 განმავლობაში, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში