სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას ხელს მოაწერს

24 თებერვალი 2022, 15:42 927 ნახვა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნა შევიდა, რომელსაც ხელს მოაწერს. 

''საჭიროდ მიმაჩნია ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება უსაფრთხოების საბჭოს სხდომა თუ პარლამენტი რიგგარეშე სხდომა, დაფიქსირდეს,  რომ მთელი ერი უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გვერდით ვდგევართ და მშვიდობის მხარეს.

მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო. ჩემი მხრივ, მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო (როგორც კონსტიტუცია მაძლევს ამის უფლებას), ყველა იმ ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. უკრაინის საკითხი ჩვენი საკითხია და საჭიროა საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ვიყავით, ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე. ეს არის ის, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება'' - განაცხადა პრეზიდენტმა. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას ოპოზიცია ითხოვს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში