საქართველოში მყოფი აკრედიტირებული ელჩები უკრაინის საელჩოში მივიდნენ

24 თებერვალი 2022, 17:35 711 ნახვა

საქართველოში მყოფი აკრედიტირებული ელჩები უკრაინის საელჩოში მივიდნენ. დიპლომატები უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.

შეხვედრაზე მისულმა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ელჩთან დისკუსია იქნება იმაზე, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები.

"როგორც იცით, ევროკავშირი ყველაზე მკაცრი ფორმით გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. უკვე ვიღებთ აქტიურ საპასუხო ზომებს. დღეს საღამოს ევროპელი ლიდერები სამსჯელოდ შეიკრიბებიან და სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდებიან. ვფიქრობ ახლა უკრაინელების მდგომარეობის არავის ესმის ისე კარგად, როგორც ქართველებს, 2008 წლის მოვლენების მოგონებებიდან გამომდინარე. დღეს ჩვენ ყველანი უკრაინის სოლიდარულები ვართ. ელჩთან დისკუსია გვექნება იმაზე, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში