რუსეთი ცდილობს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას - ვოლოდიმირ ზელენსკი

24 თებერვალი 2022, 19:12 1490 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ცდილობს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას. 

პრეზიდენტმა ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

"რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ ჩერნობილის ატომური ელექტპოსადგურის ხელში ჩაგდებას. ჩვენი ჯარისკაცები სიცოცხლეს წირავენ იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს 1986 წლის ტრაგედია. ამის შესახებ შევატყობინე პრემიერ-მინისტრს, ეს არის ომის გამოცხადება მთელი ევროპისთვის " - წერია ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში