აშშ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, დაიცვას საკუთარი თავი, მოკავშირეები და პარტნიორები - პენტაგონი

28 თებერვალი 2022, 10:07 715 ნახვა

აშშ დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, დაიცვას საკუთარი თავი, მოკავშირეები და პარტნიორები, მათ შორის სტრატეგიული შეკავების სფეროში, – ასე გამოეხმაურნენ პენტაგონში ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანას.

როგორც აშშ-ის დეპარტამენტის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, პენტაგონის წარმომადგენელი პუტინის ამ ნაბიჯს არასაჭიროდ აფასებს, რადგან მისი თქმით, რუსეთს არასდროს შექმნია საფრთხე ნატო-დან და მით უმეტეს, უკრაინიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში