რუსებმა კიევში სატელევიზიო ანძას ესროლეს

01 მარტი 2022, 20:13 775 ნახვა

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მეტროსადგურ „დოროგოჟიჩის“ მახლობლად დედაქალაქის სატელევიზიო ანძას ესროლეს 

უკრაინული მედიის ცნობით, ჭურვი სატელევიზიო ანძის სამაუწყებლო საკონტროლო ოთახს მოხვდა. ჭურვის მოხვედრის გამო, დროებით პრობლემებია ტელემაუწყებლობასთან დაკავშირებით.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იერიშის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში