სანქციები რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ

04 მარტი 2022, 11:02 1018 ნახვა

გრძელდება საერთაშორისო სპორტული საზოგადოების მიერ რუსეთის და ბელარუსის სრულ იზოლაციაში მოქცევა. ამჯერად შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის MMA-ს კავშირსა და ბელორუსიის MMA-ს ფედერაციას წევრობის სტატუსი შეუჩერა. საერთაშორისო ფედერაცია გმობს უკრაინაში შეჭრას და აგრესორ ქვეყნებს სანქციებს უწესებს.

რუსები და ბელარუსები საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ვერცერთ ტურნირში ვერ მიიღებენ მონაწილეობას.  'ჩვენი მეგობრებისა და კოლეგების სამშობლოზე თავდასხმა დიდი დარტყმაა, ისინი ბაჰრეინში ვერ იქნებიან რადგან თავიანთ ქვეყანას იცავენ. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას', - განაცხადა IMMAF-ის ფედერაციის პრეზიდენტმა.

რუსეთის MMA-ს ნაკრები ვერ იასპარეზებს ბრეივ სუპერ კაპ-ზე, რომელიც ბაჰრეინში 8-დან 12-მარტამდე ჩატარდება. ისინი ოკეანეთის წარმომადგენლებმა ჩაანაცვლეს.

უკრაინაში წარმოებული ომის გამო, რუსეთის საფეხბურთო გუნდები და ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებს ჩამოაშორეს და მალე, შესაძლოა, მათ ფეხბურთი ტელევიზორშიც აღარ აყურებინონ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში