რუსს ტანმოვარჯიშეს პროვოკაციის გამო დისკვალიფიკაცია ელოდება

08 მარტი 2022, 10:28 1419 ნახვა

რუსი ტანმოვარჯიშე ივან კულიაკის მიერ ჩადენილი პროვოკაციული ქმედების გამო დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ მსოფლიოს თასზე კულიაკმა რუსეთის დროშის ადგილზე ასო "Z" დაიწერა და ამით მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის უკრაინაში შეჭრას.

სწორედ ეს სიმბოლოა გამოსახული ტანკებსა და სამხედრო ტექნიკაზე, რომელიც დღეს უკრაინას უტევს.

სპორტსმენმა თავისი საქციელის გამართლება კი იმით სცადა რომ უნდოდა ყველას სცოდნოდა რომელი ქვეყნიდან იყო.

თუმცა კულიაკის საქციელი ორმაგად პროვოკაციული გამოდგა, რადგან მის გვერდით კვარცხლბეკზე უკრაინელი ილია კოვტუნი იდგა.

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ მიმართა ეთიკის კომისიას საქმე აღძრას რუსი სპორტსმენის წინააღმდეგ.
სავარაუდოდ კულიაკს ყატარში მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს ჩამოართმევენ და რაღაც პერიოდით ჩემოართმევენ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლებას.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში