მსოფლიოს 37 ქვეყანა შეთანხმდა, რომ რუსი და ბელორუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

09 მარტი 2022, 10:47 1184 ნახვა

მსოფლიოს 37 ქვეყანა შეთანხმდა, რომ რუსმა და ბელარუსმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, 37 ქვეყანა მხარს უჭერს საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების პოზიციას, რომ რუსეთს და ბელარუსს უნდა აეკრძალოს მასპინძლობა, ჯილდოს მიღება ან მონაწილეობა ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებაში.

რუსეთისა და ბელარუსის მიერ შერჩეულ ცალკეულ სპორტსმენებს, ადმინისტრატორებსა და გუნდებს, რომლებიც წარმოადგენენ რუსეთის ან ბელარუსის სახელმწიფოს, უნდა აეკრძალოთ შეჯიბრება სხვა ქვეყნებში.

დოკუმენტის ხელმომწერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში