უარი რუსეთს, საქართველოს ნაკრები იტალიაში მოემზადება

09 მარტი 2022, 12:02 524 ნახვა

საქართველოს ფიგურული სრიალის ნაკრები მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის არა ტრადიციულად რუსეთში, არამედ იტალიის ქალაქ ბერგამოში მოემზადება.

აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა სააგენტომ გაავრცელა და ამ მომენტს განსაკუთრებული ხაზი გაუსვა იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში წარმოებული ომის გამო, თავად რუს და ბელარუს სპორტსმენებს სანქციები ადევთ და მსოფლიოს პირველობაზე ვერ გამოვლენ.

2022 წლის მსოფლიოს პირველობა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში 21-27 მარტს გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში