ქართველმა მოჭიდავეებმა ბულგარეთში გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს

09 მარტი 2022, 23:34 1200 ნახვა

ბულგარეთში დასრულებულ ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრებმა 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოქროს მედლები: 63 კგ-ში გიორგი შოთაძემ, 67 კგ-ში დიეგო ჩხიკვაძემ, 72 კგ-ში გიორგი ჩხიკვაძემ და 97 კგ-ში გიორგი ქაცანაშვილმა მოიპოვეს.

ვერცხლის მედლებს კი 60 კგ-ში ირაკლი ძიმისტარიშვილი 77 კგ-ში დავით სოლოღაშვილი და 82 კგ-ში ბექა გურული დასჯერდნენ.

ერთადერთი ბრინჯაოს მედალი 130 კგ-ში გიორგი ცოფურაშვილის ანგარიშზეა.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 183 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტ თურქეთს 27 ქულით გაასწრო.

კონტინენტის პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის სულ 27 ქვეყანა მოანწილეობდა.

საქართველოს ნაკრები 10 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი და 8 მათგანმა მედლის მოპოვება შეძლო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში