საქართველოში კოვიდინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

11 მარტი 2022, 10:36 1032 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში 3 198 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 20.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 873 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 859 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 014 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 16.83% ხოლო 7 დღის მანძილზე - 14.57%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 718 შემთხვევა, აჭარა - 56, იმერეთი - 228, ქვემო ქართლი - 78, შიდა ქართლი - 65, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 112, კახეთი - 109, მცხეთა-მთიანეთი - 44, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 35 536. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში