მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ბათუმიდან

11 მარტი 2022, 19:28 2543 ნახვა

ბათუმელი სპორტსმენი ნუკრი დიასამიძე, რომელმაც ძალისმიერ სამჭიდამდე ძალები სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოსინჯა, ბოლოს ძალისმიერ სამჭიდში აჭარის ფედერაციის პრეზიდენტის, მოქმედი სპორტსმენის დავით მჟავანაძის რჩევა გაითვალისწინა და დღეს 26 წლის სპორტსმენი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის ტიტულის გარდა, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ტიტულებსაც ფლობს. სპორტსმენი მწვრთნელობასაც ახერხებს და როგორც სამჭიდში, მოსწავლეებს ასევე ფიტნესშიც ავარჯიშებს. მისი მიზანი დიდებში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. ნუკრი დიასამიძე ბათუმის კრივის აკადემიის ნაკრების მწვრთნელია ფიზიკურ მომზადებაშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში