საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს რუმინეთს დაუპირისპირდება

12 მარტი 2022, 11:01 1075 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრაში რუმინეთს ბუქარესტში დაუპირისპირდება.

ტრადიციულ მეტოქესთან შეხვედრა  ჩვენი დროით 19:30 საათზე იწყება 
ამ გუნდებს შორის 2002 წლიდან ანთიმოზ ივერიელის თასი თამაშდება, თუკი შეხვედრა მსოფლიო თასის ეგიდით არ ტარდება.

აქამდე ის ბორჯღალოსნებმა 14-ჯერ დაისაკუთრეს, მეტოქემ კი 6-ჯერ.
საერთო ჯამში "ბორჯღალოსნებს" რუმინელებთან 25 ჯერ უთამაშიათ აქედან 15 მატჩი ქართველებმა მოიგეს, 1 ფრედ დასრულდა და 9 მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.

ამ შეხვედრას  დიდი მნიშვნელობა აქვს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულის გამოვლენის კუთხით. სატურნირო ცხრილს ესპანეთი ლიდერობს და ქართველებს დღეს მოგება სჭირდებათ, რათა ცხრილის სათავეში მოექცნენ.

წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატი, შარშანდელთან ერთად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. ევროპიდან საფრანგეთის პირდაპირ საგზურს პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები იღებენ, მესამე კი საკონტინენტთაშორისო ფლეი ოფში ჩაერთვება.

ამ მხრივ საქართველოს ნაკრებს ქულაც ჰყოფნის რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპა 1-ის სტატუსით გაემგზავრება.

ასეთ შემთხვევაში 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე საქართველო გ ჯგუფში, უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და ფლეი ოფის გამარჯვებულ გუნდებთან მოხვდება.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 19:30 საათზე რაგბი ტვის პირდაპირ ეთერში დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში