ბრიფინგი უკრაინის საელჩოში

15 მარტი 2022, 15:00 784 ნახვა

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელის ანდრეი კასანოვის განცხადებით, დაუზუსტებელი მონაცემებით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში უკრაინის 4 100 მოქალაქე ჩამოვიდა. მისივე თქმით, ისინი ძირითადად აგრესორი ქვეყნიდან გამორბიან. 

„დაუზუსტებელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან საქართველოში ამ დროისთვის უკრაინის 4 100 მოქალაქე იმყოფება. უკრაინელები საქართველოში შემოსვლას 2022 წლის 24 თებერვლიდან იწყებენ. ისინი ძირითადად აგრესორი ქვეყნიდან გამორბიან. ჩვენი საელჩო ვაგრძელებთ მუშაობას, რათა უკრაინელ მოქალაქეებს ჰქონდეთ ყველაფერი, მათ შორის თავშესაფარი, სამედიცინო დახმარება, კვება, უფასო სატელეფონო კავშირი ოჯახთან. ვიმედოვნებთ, საქართველოს მთავრობა მიიღებს აუცილებელ გადაწყვეტილებებს.

ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა მიიღებს საჭირო გადაწყვეტილებებს უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც იძულებით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინულ-რუსული ომის გამო“, – განაცხადა ანდრეი კასანოვმა.

ანდრეი კასანოვის განცხადებით, საქართველოს დახმარებით უკრაინაში 3 000 ტონაზე მეტი დახმარებაა გაგზავნილი.

მისივე თქმით, ეს არის მედიკამენტები, ტანსაცმელი, საბავშვო კვება და ჰიგიენის საშუალებები.

მან საქართველოს პრეზიდენტს,  უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის, რაც გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა მადლობა გადაუხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში