უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ

25 მარტი 2022, 14:53 981 ნახვა

უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ სამხედროებს ხვალ სამხედრო პატივით  სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალავენ.  დავით რატიანს დღეს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც  სამოქალაქო პანაშვიდი 17-დან 22:00 საათამდე გაგრძელდება. გია ბერიაშვილი წმინდა მარიამ ეგვიპტელის ტაძარშია დასვენებული. 

დაღუპულ  გმირების პატივს მიაგებენ მოქალაქეები, მეგობრები და თანამერძოლები, პოლიტიკოსები, ასევე  ჩოხოსნები. დავით რატიანის ოჯახის ინფორმაციით,  ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის თხოვნით ხელისუფლებას წერილობით მიმართეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. 

რაც შეეხება კიდევ ერთ დაღუპულ ქართველ მებრძოლს ბახვა ჩიქობავას, მისი გამოყვანა მარიუპოლიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში