“აზოვის“ ბატალიონმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს როგორ ესხმიან თავს უკრაინული ძალები რუსულ კოლონას

19 აპრილი 2022, 10:24 772 ნახვა

რთული ვითარებაა მარიუპოლში. "აზოვსტალის" ქარხანაში ასობით მოქალაქე რჩება. “აზოვის“ ბატალიონმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს როგორ ესხმიან თავს უკრაინული ძალები რუსულ სამხედრო კოლონას მარიუპოლში.

დრონით გადაღებულ ვიდეოში ნაჩვენებია ექვსი მანქანისგან შემდგარი კოლონა, რომელიც მარიუპოლის „მეტალურგების გამზირზე“ მოძრაობს. კადრებში ჩანს, როგორ ისვრიან უკრაინელი ჯარისკაცები კოლონის მიმართულებით. შემდეგ კი როგორ იწვიან რუსული მანქანები, რომლებზეც სიმბოლო z გამოსახული.

მარიუპოლი არ დაცემულა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან "დარტყმა" მოხდა - ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა განაცხადა. კირბის თქმით, უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ, რუსეთის მზარდი აგრესიული ქმედებების მიუხედავად. მისივე განცხადებით, რუსები ქმნიან პირობებს უკრაინის აღმოსავლეთში უფრო ფართო და ღია თავდასხმებისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში