ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში

11 მაისი 2022, 17:20 920 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მოსახლეობის მიერ ჯანდაცვის სერვისებზე ჯიბიდან გადახდები, რომელიც 2012 წელს 73.4% იყო, 2021 წელს 43.5%-მდე შემცირდა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 94.7%. მისივე თქმით, მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები . ასევე, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია ოჯახის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების ეტაპობრივი გაზრდა. მინისტრის საათის ფორმატში, ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ხელმისაწვდომობაზეც, რომ ორ თვეში 100 000-ზე მეტმა მოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, რაშიც 50 მილიონის ნაცვლად, 15 მილიონი ლარია გადახდილი. შეკითხვების დროს დაისვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი, ოპოზიცია საერთაშორისო ექსპრეტების ჩართვას ითხოვს პროცესში. ასევე ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი გააკრიტიკეს ფაიზერის აუთვისებელ დოზებზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში