ბათუმის ''დინამო'' ''კაუნასის ფესტივალის'' გამარჯვებულია

14 მაისი 2022, 17:31 1679 ნახვა

ბათუმის ''დინამოს'' 12 წლამდელთა გუნდი საერთაშორისო ტურნირის კაუნასის საფეხბურთო ფესტივალის ჩემპიონია. 

გადამწყვეტ შეხვედრაში ბათუმელებმა ლიეტუას ''გარლიავა'' დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხეს და ტურნირის თასი აღმართეს.

ვაშაყმაძემ და თედორაძემ  მატჩში დუბლი გაიტანეს. 

საჩემპიონო გზაზე ბათუმის ''დინამომ''  ადგილობრივი   კაუნასის  ''ჟალგირის'' 3-0 , ''კლაიპედი'' 3-1 და ლიტვის ''დაუგავაპილსი'' 5-1 დაამარცხეს.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი  
ირაკლი თედორაძე გახდა. 

საუკეთესო მეკარის ჯილდო კი ნიკოლოზ ჯიჯავაძეს ერგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში