ტოჩინოშინმა მაისის ბაშოზე მე-5 გამარჯვება მოიპოვა

16 მაისი 2022, 12:52 304 ნახვა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე დადებით ბალანსზე გავიდა. 

ბაშოს მე-9 დღეს ტოჩინოშინის მე-6 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუს დაუპირისპირდა და აბისეტაოშის ილეთით დაამარცხა.

9 დღის თავზე ლევანს მაისის ბაშოზე 5 მოგება და 4 მარცხი აქვს.

ლევანის მომდევნო მეტოქე მე-12 მაეგაშირა სადანოუმი იქნება. 

ქართველს ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულებისთვის დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 3 გამარჯვება სჭირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში