ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ცხედარი სამშობლოში გადმოასვენეს

18 მაისი 2022, 23:53 2390 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული საქართველოს მოქალაქის ცხედარი სამშობლოში უკვე გადმოასვენეს.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული პირები მკურნალობის კურსს  სხვადასხვა კლინიკებში გადიან.

"ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულო ინფორმირებულია აღნიშნული შემთხვევის შესახებ. დაშავებული ექვსი მოქალაქიდან, ერთი გარდაიცვალა და ის უკვე გადმოსვენებულია სამშობლოში, დანარჩენი ხუთი მკურნალობის კურსს გადის სხვადასხვა კლინიკებში.

გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებმა მოინახულეს ყველა დაშავებული მოქალაქე და მიიღეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში