დინამო ბათუმი თელავს დაუპირისპირდება

21 მაისი 2022, 10:38 909 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი „დინამო“ ბათუმი სტუმრად თელავს ეთამაშება.

გია გეგუჩაძის გუნდმა გასულ ტურში ლოკომოტივი 7:2 დაამარცხა და თელავთანაც ფავორიტად მოიაზრება. 14 ტურის შემდეგ დინამოს 31 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ თბილისის დინამოს 5 ქულით უსწრებს.

ბათუმელთა დღევანდელი მეტოქე კი 20 ქულით მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. დღეს ჩემპიონატის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება, ლოკომოტივი თბილისის დინამოს მიიღებს, ქუთაისის „ტორპედო“ კი სამგურალს უმასპინძლებს. მატჩები 17:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება თელავისა და დინამო ბათუმის დაპირისპირებას, შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში