ბაგრატიონის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები

21 მაისი 2022, 14:36 1342 ნახვა

ბაგრატიონის ქუჩაზე მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებსა და  ასფალტის დაგების მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო ბათუმის მერი.

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა წელსვე დასრულდება, რომელიც 300-მდე ბავშვზეა გათვლილი.

რაც შეეხება ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციას, სამუშაოების დასრულების მიზნით, უკვე გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი. სამუშაოები ბათუმის მასშტაბით 15 მისამართზე დასრულდა.

პროექტის ღირებულება მილიონამდე ლარს შეადგენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში