დღეს ბათუმის "დინამო" წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლებს

25 მაისი 2022, 10:47 338 ნახვა

ბათუმის დინამო 25 მაისს ეროვნული ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლებს.

15 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმელები 34 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან. "სამგურალი" კი წლევანდელ სეზონში კარგ ფორმაშია და 29 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

ბათუმის "დინამოს" და წყალტუბოს "სამგურალის" დაპირისპირება დღეს 25 მაისს 21:00 საათზე ბათუმში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში