ბათუმის საკრებულო ორშაბათს შეიკრიბება, საარჩევნო კოდექსის შესახებ ცვლილება ძალაში შევიდა

27 მაისი 2022, 19:26 1176 ნახვა

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესახებ ცვლილება ძალაში შევიდა, რომლის თანახმადაც, ბათუმის საკრებულო ორშაბათს შეიკრიბება. 

ცვილილები შეეხო, მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებათა ვადებს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს უფლებამოსილებისა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის უფლებამოსილების ვადა 4 წელი გახდა.

"საკრებულო რიგგარეშე არჩევნებში აირჩევა შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. საკრებულოს წევრი შუალედურ არჩევნებში აირჩევა იმავე საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრი საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილს იკავებს იმავე საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. მერი რიგგარეშე არჩევნებში აირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

2. ახალარჩეული საკრებულოს და მისი წევრების უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის/ოქმების ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც/რომლებითაც დასტურდება ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ საკრებულოს. თუ ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევა აღნიშნული არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმით/ოქმებით არ დასტურდება, ინიშნება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელახალი არჩევნები.

3. შუალედურ არჩევნებში არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან  მე-14 დღიდან, რომლითაც დასტურდება საკრებულოს აღნიშნული წევრის არჩევა.

4. პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი ადგილმონაცვლეობის ცნობის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სათანადო სამართლებრივი აქტის გამოცემიდან მე-14 დღიდან, რაც შესაბამის საკრებულოს ეცნობება.

5. ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების იმ შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-14 დღიდან, რომლითაც დასტურდება ამ მერის არჩევა. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება შესაბამის მოქმედ მერს", - აღნიშნულია კანონპროექტში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში