პროტესტი ალტ-ინფოს წინააღმდეგ ახმეტაში

28 მაისი 2022, 19:50 1184 ნახვა

ახმეტაში სამოქალაქო აქტივისტები ალტ-ინფოს კონსერვატიული მოძრაობის ოფისის მუშაობას აპროტესტებდნენ. "არა რუსეთს, არა მონობას, არა ალტ-ინფოს" - ეს იყო იმ აქციის მთავარი ლოზუნგი, რომელიც კონსერვატიული პარტიის ახმეტის რაიონულ ორგანიზაციასთან გაიმართა.

აქტივისტები პრორუსული პარტიის საქმიანობის შეჩერებას და ახმეტის ორგანიზაციის დახურვას ითხოვენ.

კონსერვატიული მოძრაობის წევრებსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში