ჩაქვის გვირაბთან ავარია მოხდა - დაშავდა 5 ადამიანი

17 ივნისი 2022, 16:34 2131 ნახვა

ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა 5 ადამიანი. 

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ავარიის დროს დაშავებული მოქალაქეები კლინიკებში გადაიყვანეს. 

შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარების 4 ბრიგადა მუშაობდა. 

კლინიკა ბაუში ორი პაციენტი მოათავსეს. მედიკოსების განმარტებით, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაშავებულებს კვლევები უტარდებათ. ერთ-ერთ მათგანს მოტეხილობა აქვს, მეორეს კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება.

ერთი პაციენტი ''მედცენტრში'' გადაიყვანეს. კლინიკაში ამბობენ, რომ მოქალაქის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში