დანილოვი არახამიას და პოდოლიაკს აკრიტიკებს

18 ივნისი 2022, 16:02 549 ნახვა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა მიხაილო პოდოლიაკისა და დავით არახამიას მიმართ პრეტენზიები გამოთქვა.

მედიასთან ინტერვიუში მან პოდოლიაკი სამხედრო შეიარაღებაზე გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა. დანილოვის თქმით, არ ესმის, რატომ აკეთებს პოდოლიაკი ასეთ განცხადებებს. „ის გენერალური შტაბის წარმომადგენელია“ მე ის მხოლოდ იანუკოვიჩთან მინახავს კუნძულებზე, არ მესმის რატომ არის ის ახლა ჯარის ხმა - განაცხადა დანილოვმა.

გარდა ამისა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ზოგიერთი ადგილობრივი სახელმწიფო წარმომადგენლის განცხადებაზე უკრაინის ცოცხალი ძალების დანაკარგებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა და აღნიშნა  რომ „ეს არ არის ცირკი“ და ამ თემით „ჟონგლიორობა“ არ შეიძლება. 

დანილოვი ამ კომენტარით გამოეხმაურა მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერს, დავით არახამიას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინის ყოველდღიური დანაკარგები დონბასში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში