ფრენბურთი - საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე

19 ივნისი 2022, 14:03 566 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა ფრენბურთში საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის პირველი წრის მატჩები, რომელიც როგორც ვაჟთა, ასევე გოგონათა შორის გაიმართა.

ქვეჯგუფში ვაჟთა შორის ბათუმის, ცაგერის, სამტრედიისა და თეთრიწყაროს გუნდები მონაწილეობდნენ.

გოგონათა შორის კი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად „ბათუმი“, „ქუთაისი“ და თეთრიწყაროს გუნდები იბრძოდნენ. ქვეჯგუფიდან პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას მეორე წრეში გააგრძელებენ. ორდღიანი ასპარეზობის შემდეგ „ბათუმი“ შემდეგ ეტაპზე გავიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში