რუსებს არც კი ესმით რისთვის იბრძვიან - არახამია

19 ივნისი 2022, 14:35 856 ნახვა

უკრაინა არც ერთი სცენარის შემთხვევაში ტერიტორიებს არ დათმობს და ბოლომდე იბრძოლებს - ამის შესახებ უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობის ლიდერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

დავით არახამიას თქმით, რუსებს არც კი ესმის რისთვის იბრძვიან, ისინი სრულიად უცნობ ტერიტორიაზე არიან, უკრაინელები კი დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან.

არახამიამ აშშ-ს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სისტემების გაგზავნისკენაც მოუწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში