საქართველო არის ოკუპირებული და რუსეთის ჯარებთან ერთად ვცხოვრობთ, ჩვენ ვართ მოწყვლადი ამ სიტუაციაში - პრემიერი 

21 ივნისი 2022, 10:45 177 ნახვა

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყატარის ეკონომიკურ ფორმუზე სიტყვით გამოვიდა და შეკითხვებსაც უპასუხა. 

რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან. შესაბამისად, მათთან ერთად თანავცხოვრობთ. ეს არის რეალობა. ეს არის მიმდინარე ოკუპაცია - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, 2008 წელს, რუსული აგრესიის დროს მსოფლიოს შესაბამისი და სწორი რეაქცია არ ქონია. 

''ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა ვისაუბრო იმ გამოწვევებზე, რომელიც განსახვავებულ სამყაროში გვამყოფებს. ჩვენ ვხედავთ როგორ ხდება საერთაშორისო წესრიგის გადაწყობა. უკრაინამდე იყო საქართველო, 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მაოხდინა ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპაცია. 

მინდა ყველას შევახსენო, რომ იმ დროს 2008 წელს, მსოფლიოში არავის საკმარისი ყურადღება არ გამოუხატავს, სიმართლე რომ ვთქვათ. სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი საქართველო იყო რუსეთის აგრესიის წინაშე და არანაირი ადეკვატური, სწორი რეაქცია არ ქონია მსოფლიოს. 

არანაირი სანქციები არ დაუწესდა რუსეთს და არაფერი არ მომხდარა. ამიტომ 2014 წელს მსოფლიოს გაუკვირდა, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა. 2022 წელს კი დავინახეთ სრულმაშტაბიანი შემოსევა უკრაინიაში რუსეთის მხრიდან. 

რომ ვუპასუხო თქვენს კითხვას სად არის საქართველო ამ სიტუაციაში? იმის გათვალისიწინებით, რომ საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ რუსეთის ჯარებთან ერთად ვცხოვრობთ. გახსნილად, რომ ვთქვათ ჩვენ ვართ მოწყვლადი ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა გვაღელვებს ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი ხალხის. პოლიტიკურად მხარს ვუჭერთ უკრაინას, ყველა  საერთაშორისო პლატფორმაზე. 260 რეზოლუციას შევუერთდით'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში