“შინ ევროპისკენ” - აქცია თბილისში

21 ივნისი 2022, 12:12 602 ნახვა

საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს საკუთარი ევროპული არჩევანი. თბილისში რუსთაველის გამზირზე ათი ათასობით მოქალაქე შეიკრიბა.

ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი აქციის „შინ ევროპისკენ" მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ევროპის მოედნამდე მსვლელობა გამართეს, სადაც ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გაშალეს. აქციის დასასრულს კი დროშებზე ხელმოწერები დატოვეს. სამოქალაქო მოძრაობამ "სირცხვილიამ" კიდევ ერთი შეკრება 24 ივნისს დააანონსა, როცა ცნობილი გახდება ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ამავე დღეს ორგანიზაცია ახალ სახალხო მოძრაობას აფუძნებს. აქციის დასასრულს სამოქალაქო მოძრაობამ მონაწილეებს პარლამენტის წინ მანიფესტი გააცნო სახელწოდებით "მივმართოთ რისხვა ოლიგარქიული მმართველობისკენ".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში