''ბათუმმა'' ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო

21 ივნისი 2022, 22:04 677 ნახვა

ქალთა საფეხბურთო კლუბმა ''ბათუმმა'' ლიგა ორის გათამაშებაში ზედიზედ მეექვსე  შეხვედრა მოიგო.

ბათუმელებმა საკუთარ კედლებში სოხუმის ‘’დონამო 2’’ მიიღეს და დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხეს.
37-ე წუთზე  სტუმრება ანგარიში გახსნეს და პირველი ნახევარიც მოიგეს.

მეორე ტაიმში 57-ე წუთზე ლიზი დიასამიძემ წონასწორობა არაღგინა შეხვედრის კომპენსირებულ დროში  კი  ელენე არჩუაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და შავიზღვისპირელებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

6 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ‘’ბათუმი’’ 18 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. ასევე 18 ქულა აქვს ‘’რაჭას’’ , თუმცა ბათუმელები დამატებითი მაჩვენებლებით ლიდერობენ.

ქალთა საფეხბურთი კლუბმა ‘’ბათუმმა’’ 6 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა.

28 ივნისს ‘’ბათუმი’’ გასვლაზე ‘’ფენიქსს’’ ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში