პრემიერ-მინისტრის მოსმენა პარლამენტში

22 ივნისი 2022, 17:24 744 ნახვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“  მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით არ სურდა და არ სურს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მისივე განცხადებით, „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. სამადაშვილი ბრალდებას არ ეთანხმება. სამ საათზე მეტია პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი პარლამენტის დარბაზში იმყოფება. სხდომა ხმაურით დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ  ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან პრემიერის ანგარიშის წარდგენის მცდელობად შეაფასა. მარიამ ურუშაძე იმყოფება პარლამენტში და იგი გვეტყვის უფრო დეტალურად, თუ როგორ შეაფასეს დეპუტატებმა მთავრობის მეთაურის დღევანდელი ანგარიში.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში