ქუთაისში დღეს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება

24 ივნისი 2022, 11:06 930 ნახვა

დღეს, ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება. ადგილობრივები და აქტივისტები 17 საათზე სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან და ავტომანქანებით, გაბმული-ხმოვანი სიგნალებით მსვლელობას ქალაქის ქუჩებში მოაწყობენ.

მშვიდობიანი აქციის ორგანიზატორების თქმით, მოსახლეობამ არჩევანი ოლიგარქსა და ევროპას შორის უნდა გააკეთოს.

,,საქართველოს წინაშე აუცილებლად იქნება წარდგენილი შესასრულებელი ვალდებულებები, რაც სახალხო მოძრაობის შექმნის გზით ამ ქვეყნისა და ქალაქის შვილებმა უნდა შევასრულოთ და იძულებული გავხადოთ ხელისუფლება დაიწყოს ცვლილებები დეოლიგარქიზაციისა და გათავისუფლებისათვის.
#გადადგინაბიჯიევროპისკენ
#შინევროპისკენ’’- აღნიშნულია სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში