ჩემპიონთა ლიგაზე "ლანჩხუთის" მეტოქე ცნობილია

24 ივნისი 2022, 16:07 459 ნახვა

საქართველოს ქალთა ლიგის ჩემპიონი "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინის ჩემპიონს ხარკოვის "ვორსკლას" დაუპირისპირდება.

ეს შეხვედრა 18 აგვისტოს არის ჩანიშნული.

წარმატების შემთხვევაში გუნდი შემდეგ ეტაპზე გავა სადაც  ყაზახურ "შიმკენტსა"  და ხორვატიის ჩემპიონ "სპლიტს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მეორე ეტაპის თამაში კი 21 აგვისტოს არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ რომ "ლანჩხუთი" პირველი ქართული კლუბია რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშა და 32 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში